უამინდობის შედეგად ბახმაროში სტიქიას ებრძვიან.
როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან ეუბნებიან, ძლიერი წვიმის შედეგად ღელეები ადიდდა და წყალდიდობა გამოიწვია.
“ღელეები ადიდდა და გადმოვიდა, სახლებში შევარდა”,_ ეუბნებიან “გურია ნიუსს” ბახმაროდან.
შექმნილი ვითარების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, შოთა გიორგაძეს დავუკავშირდით.
“ცუდი ამინდი იყო გუშინ და ამ დილასაც. წყალდიდობაა. ხალხი, დამსვენებლები კარგად არიან. მობილიზებულია ტექნიკა და მუშაობს, ვწმენდთ გზებს, სანიაღვრე არხებს.. მივდივართ ოჯახებთან, ვისაც ოდნავ ზიანი მიადგა”,_ გვპასუხობს შოთა გიორგაძე.
ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან.





























































