გურიის მხარეში სახელმწიფო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩოხატაური-ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გადაადგილება თავისუფალია.
“დაბა ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოების მიზნით დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა. გზა სრულად გაწმენდილია ქვა-ღორღისგან, რომელიც ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩამოიტანა და ამ დროისთვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი”,_ აცხადებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.































































