https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მეპურის გამომცხვარი პურის გემო და მადლი: „მოხუცები მთხოვდნენ, ერთი ნატეხი მეჭმია“

10:03; 1.02.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ძალიან ცნობილი და ჭეშმარიტი სიბრძნე _ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო“, ალბათ იმიტომ გახდა  პოპულარული, რომ საქმის ხარისხიანი კეთების გარდა, კიდევ იყო საჭირო, ამ სრულფასოვნად გაკეთებულ საქმეს, თან ხლებოდა მადლის შეგრძნება.

კარგად გაკეთებულ საქმეს ხომ რაღაცნაირად და რაღაცით, პეწი და მიმზიდველობა არ უნდა აკლდეს.

87 წლის კარლო მამინაშვილი, რომელსაც  თავის სოფელ ჭანიეთში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ღვთისნიერ კაცად და კიდევ ისეთ პიროვნებად იცნობენ, რომელსაც თავისი უმწიკვლო ცხოვრების მანძილზე,  „87 სიტყვა ხმამაღლა არ უთქვამს და მუდამ  გურულების  საყვარელი ტერმინით,  „ბუბუნა კაცის“ სახელით ამკობენ“.

მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ახალგაზრდული ასაკის პერიოდიდან მოყოლებული ვიდრე ჭარმაგობამდე, ჯერ კოლმეურნეობაში ,შემდეგ კი  22 წლის მანძილზე სოფლის  პურის საცხობში, ფურნეში  იმუშავა.  ჯერ მშობლიურ ჭანიეთში, ხუთი წლის განმავლობაში. შემდეგ ,  17 წლის მანძილზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში.

სოფლის ფურნეში  ხალხს მისვლა უხაროდა. „დედას პურის“  უპირველეს მცხობელად ცნობილი კაცის, კარლო მამინაშვილის სახით , იქ საიმედო ადამიანი ეგულებოდათ. იცოდნენ, თუ ვინმეს  გაუჭირდებოდა, კარლო მამინაშვილი საკუთარ ლუკმას გაუყოფდა ან სულ მისცემდა.

_ხან ნისია გვჭირდებოდა, ხან ფულის სესხებაც. თავისთვის არ დაიტოვებდა და მასთან დახმარებისთვის მისულ ადამიანს არ გააწბილებდა. ხოლო როცა დაბნელებულ წლებად ცნობილ პერიოდში, ის  „გაღმა ქაქუთის“ (როგორც ჭანიეთში ეძახიან, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მყოფ სოფელს)   პურის საცხობში მუშაობდა, ბევრი მადლი და სიკეთე აქვს გაკეტებული სწორედ ისე, ქვაზე დადეო, ანდაზაში რომ არის ნათქვამი.  ყველაზე გულისამაჩუყებელი, იცით, რა არის? მაშინ ბევრს პურის საყიდელი ფულიც არ ჰქონდა. კუპონს ყოველდღე კურსი ეცვლებოდა და ეკარგებოდა. ვიცოდით ,რომ მასთან ბევრი ადამიანი მიდიოდა თხოვნით, რომ თუნდაც ერთი ლუკმა პური ეჭმია მათთვის, _ამბობს მეზობელი ეთერ ლომჯარია.

თავად ბატონი კარლო, ყველასთვის საყვარელი კარლო ბაბუა, მოკრძალებით ჰყვება საკუთარ თავზე და მუშაობის პერიოდში უამრავ კურიოზსა თუ „მადლი ქენის“ ამბებზე.

_ რა ვიცი, რაღაცას კი ვაკეთებდი. პური ხარისხიანი უნდა გამომეცხო. მიფუჩეჩებული საქმე არ მიყვარს. გაჭირვების წლებში, როცა ხალხი  გახეხილი  ჭყინტი სიმინდისგან გამომცხვარ მჭადს ჭამდა, ზოგს კი ისიც არ ჰქონდა, მოდიოდნენ და მორიდებულად მთხოვდნენ, პურის ნატეხი მაინც მეჭმია მათთვის. განსაკუთრებით გულს მტკენდა და  მეტირებოდა, როცა მოხუც ადამიანებს ვხედავდი ასეთ მდგომარეობაში. მხოლოდ ერთი ნატეხა პური მაჭამეო, მეუბნებოდნენ თავდახრით. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ მე,რაკი ვაცხობდი, ბევრი პური მექნებოდა. არადა,   ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა, ორი პური რომ მომქონდა შინ, შვილებისთვის, ერთი ცალი რამდენიმე ნაწილად გამიტეხავს და მიჭმევია ასაკოვანი ადამიანებისთვის. დღემდე არ მავიწყდება მათი მადლიერი და მორიდებული მზერა, _ გვიამბობს კარლო მამინაშვილ და უნებურად გული გიმძიმდება  ტირილი გინდება…

ბატონი კარლო ასევე იხსენებს ორი სოფლის მცხოვრებლების გრძელ რიგს, როცა ერთი ტომარა ფქვილი გამოცხვებოდა და საკმარისი არ იყო. ხალხი შინ არ მიდიოდა და აქვე უცდიდნენ  მომდევნო პარტიის გამოცხობას.

_ რიგს რომ გადავხედავდი, ყველაზე მეტად ვისაც უჭირდა, ხომ ვიცნობდი? წვრილშვილის თუ მოხუცებიანი ოჯახის პატრონებს ვაკვირდებოდი, ხშირად ვჩუქნიდი ორ ცალ პურს. შვილებს ვფიცავ, ხან ჩემთვის ვიკლებდი… მოხუცი რომ ჯოხზე დაყრდნობილი ძლივს მოვიდოდა ფურნემდე და მეტყოდა, შინ მოხუცი ცოლი დატოვა, შვილები კი შორს არიან, ამაღამ მშიერი უნდა დავწვეთო, იმ დღეს ლუკმა როგორ გადამივიდოდა ყელში? ამიტომ მე მერჩივნა, ჩემი წილი ლუკმა გამეყო ან სულ მიმეცა… ასე გავიარეთ ის საშინელი პერიოდი. ახლა მიკვირს, არც ლუკმა პური ჭირს, შუქია, წყალი, გზა… და მაინც ადამიანები ერთმანეთს უღრენენ. მაშინ ერთმანეთს, ასე ვთქვათ,  სულს ვუბერავდით… კაცმა  უნდა იშრომო. სულ უკმაყოფილო იყო და ბუზღუნებდე, უბრალოდ, ღმერთსაც არ მოსწონს ეს, _ მშვიდად, უწყინარი ტონით საუბრობს ბატონი კარლო და ხვდები, რომ ზუსტად ისე სჯერა, როგორ ამბობს და როგორც იცხოვრა.

ცოტა უფრო წინა ცხოვრების შესახებ კი, კარლო მამინაშვილი გვიყვება, რომ ჭანიეთში სოფელ ლიხაურიდან გადმოსახლდა, შორეულ სიყრმის ასაკში.

მამა ადრე გარდაცვლია. როცა უფროსი და, მარგალიტა მამინაშვილი ჭანიეთში გათხოვდა, უმცროსი ძმები _ კარლო, გურგენი და ლადო აქ გადმოიყვანა საცხოვრებლად.

_და და სიძე დაგვეხმარა. აქ გვიყიდეს სამოსახლო. მერე ჩემი ძმებიც დაიზარდნენ, თავის თავს მიხედეს და ასე წესიერად , ვიცხოვრეთ. ზედმეტად არც ადამიანი შეგვიწუხებია და მით უფრო, არც ღმერთი, _ აბობს ის.

მორიდებით მოსაუბრე კაცზე, კარლო მამინაშვილზე და მის ოჯახზე, სამაგიეროდ სოფელში საუბრობენ გულღიად, თამამად, სიამაყით…

_თუკი ვინმემ შეიძლება დაიკვეხნოს სიამტკბილობით და დედმამიშვილობით, ასეთია იმ ოთხი და-ძმის, მარგალიტა, კარლო, გურგენ, ლადო მამინაშვილების მოდგმა. ჭანიეთში, კარგ ბიჭზე გათხოვილმა მარგალიტა მამინაშვილმა, სამი უმცროსი ძმის დედობაც იკისრა.  აქ დაასახლეს ისინი, რომ გორც გურიაში იტყვიან, მუგუზლიდან ცეცხლი გაუყო ძმებს. ერთმანეთზე უკეთესები წესიერებაში, ადამიანურ ურთიერთობებში, მათგან წყენა არავის ახსოვს. თანადგომა და თბილი სიტყვა კი _ ძალიან ბევრს. მართლა შევნატროდით სოფელში ამ წესიერ, სანდო და საიმედო ადამიანებს. ახლა  მხოლოდ კარლოა ცოცხალი… დიდხანს სიცოცოხლეს ვუსურვებ მას და მისი დედმამიშვილების ძალზე წესიერ და სანდო, უტყუარი ხასიათით ცნობილ  შთამომავლობას,  _ იხსენებს კარის  მეზობელი ელდარ თავაძე.

ახლა კარლო მამინაშვილი 87 წლის წლის გახდა.  შინ, ხუთ შვილთაშვილთან ყველაზე მეტად პოულობს საერთო ენას.

_ბაბუ, ბაბუ, დღეში რამდენ კილოგრამ ფქვილს ზელდი? რამდენ ცალ პურს აცხობდი? სულ რამდენი კილოგრამი პურისფქვილი გექნება მოზელილი?  _ ცელქობს ანდრია, თან თავზე ხელის გადასმით ეფერება დიდ ბაბუას და პასუხისთვის თვალებში მისჩერებია.

_ კი მახსოვს, ბაბუა, დღეში ასი კილოგრამი ფქვილი უნდა მომეზილა. გაღმა ქაქუთში მუშაობისას, თვეში მხოლოდ 15 დღე ვმუშაობდით. ახლა თქვენ იანგარიშეთ და სულ, ფურნეში მუშაობის 22 წლის მანძილზე ჯერ  წელიწადში რამდენ კილოგრამ ფქვილს მოვზელდი…მერე გაამრავლეთ, _ ისევ მშვიდი ღიმილით ამბობს და ჩვენს ვიწყებთ ანგარიშს…

გამოდის, რომ, საშუალოდ, წელიწადში 180 დღე უწევდა მუშაობა. გავამრავლეთ ასზე. მივიღეთ წელიწდში 18 ტონა ფქვილი. მერე ეს რიცხვი 22 წელზე გავამრავლეთ…396  ტონა ფქვილი მოუზელია  მარტოკაცს…  _ ანდრია კი ხითხითებს, ცდილობს, გაიგოს, რამდენია ამხელა ციფრით გამოსახული პურის ფქვილი.

_ ბაბუ, ერთად მოზელდი ამდენს? _  კვლავ ცელქობს და ენაკვიმატობს.

_ძალიან გვიხაროდა კალანდა როცა მობრძანდებოდა. ფურნეში ადრიანად მივდიოდი. შინაც ადრე ვბრუნდებოდი, აუცილებლად თბილი პურებით… ყველაზე მთავარი  გულის სითბოა და ეს ადამიანს თანდაყოლილი უნდა ჰქონდეს, თორემ პურს ადვილად გაათბობ და ცივ გულს ვერა. მეზობლებში, მეგობრებში ერთმანეთი  გიყვარდეთ. არ გამოვა ისე, არც საკუთარი და არც საქვეყნო საქმე, _ კვლავ წყნარად, სიყვარულით საუბრობს. თითქოს,  ცხოვრებაში გასაჭირი და ტკივილი არ უნახავს და არ უგრძნია…

სწორედ ისე, როგორც დიდბუნებოვან ადამიანებს სჩვევიათ.

იუბილეს ვულოცავთ ბატონ კარლოს, ღვთისნიერ კაცს. როგორც შვილთაშვილები ოცნებობენ,  ასევე ასი წლის შესრულებას ვუსურვებთ. კაცი, რომელიც ლუკმაპურს აწვდიდა პირდაპირი მნიშვნელობით, დროის უკუღმართობით დამშეულ ადამიანებს, აუცილებლად დიდხანს და მხნედ უნდა იცხოვროს და იცოცხლოს…

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

კარლო მამინაშვილი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13 თებერვალი, 2026

ორიგინალური მანქანა

ტრამპი კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან აშშ-ში შესულ საქონელზე გადასახადს ზრდის

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო