“არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ იყოს კიდევ ერთხელ მერობის კანდიდატი… რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს” – ეს განცხადება ქართული ოცნების წევრს ლევან მახაშვილს ეკუთვნის.
მისი განცხადებით ირკვევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე არ წარადგინოს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის ფეისბუქპოსტი, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო – არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს…
“ინტერესით კვდებიან” ვის დაასახელებს მმართველი პარტია
მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი “დაბნეულობისთვის” ქართან ფლირტი გადაწყვიტეს…
არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ! “– აღნიშნულია მამუკა მდინარაძის პოსტში.

































































