ჩინეთში ებრძვიან ვირუსულ ინფექციას,ჩიკუნგუნიას, რომელიც ადამიანს გადაეცემა ინფიცირებული კოღოს კბენით.
apnews– ის ინფორმაციით, ხელისუფლება ჩიკუნგუნიას ვირუსთან გასამკლავებლად, ბადეებს იყენებს, ასევე აფრქვევს ინსექტიციდებს.
როგორც ცნობილია, უჩვეულოდ ძლიერმა წვიმებმა და მაღალმა ტემპერატურამ ჩინეთში კრიზისი გაამწვავა და ხელისუფლება დრონებს იყენებს დამდგარი წყლის მოსაძებნად, სადაც კოღოები კვერცხებს დებენ.
ხელისუფლებამ ასევე დაემუქრა იმ ადამიანების დაჯარიმებით, რომლებიც გარე ჭებიდან წყალს არ დაცლიან. მაცხოვრებლებს შეიძლება დაეკისროთ 1 400 აშშ დოლარი ჯარიმა და ელექტროენერგიის გათიშვა.
ვირუსის გამო, აშშ მოგზაურებს აფრთხილებს. საელჩო ამერიკელებს მოუწოდებს, დამატებითი სიფრთხილის ზომები მიიღონ ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, სადაც ფოშანი მდებარეობს, ასევე ბოლივიასა და ინდოეთის ოკეანეში მდებარე ზოგიერთ კუნძულოვან სახელმწიფოში ვიზიტისას.
2003 წელს SARS-ის აფეთქების შემდეგ, ჩინეთმა ვირუსების გავრცელებასთან საბრძოლველად მკაცრი ზომები გამოიყენა, მათ შორის მკაცრი ტაქტიკა COVID-19 პანდემიის დროს. ამჯერად, პაციენტები ფოშანის საავადმყოფოში მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში იძულებულნი არიან დარჩნენ, ხოლო ხელისუფლებამ ხანმოკლე დროით ორკვირიანი საშინაო კარანტინი დააწესა, რომელიც გაუქმდა, რადგან დაავადება ადამიანებს შორის არ გადადის.
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები და მიიღეს პროტოკოლები ეროვნულ დონეზე, რაც ნიშნავდა ჩინეთის გადაწყვეტილებას, აღმოფხვრას აფეთქება და თავიდან აიცილოს საზოგადოებრივი და საერთაშორისო კრიტიკა.





























































