ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში- დატბორილია საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.
ამასთან, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე კობზა.
ყველაზე რთული ვითარება სამიქაო-მაიდნისა და სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებშია.
როგორც აბაშის მერიაში აცხადებენ, ვითარებას ადგილზე მერი მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ოდენბის ზარალი მიადგა მოსახლეობას.































































