ცოტა ხნის წინ, ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა გაერკვია, თუ რამდენი უნდა იყოს დღეში გადადგმული ნაბიჯების ოპტიმალური რაოდენობა, რათა სიცოცხლის ნამდვილად გახანგრძლივდეს და რამდენად არის ეს მაჩვენებელი ასაკზე დამოკიდებული.
მეცნიერებმა 15 კვლევა ჩაატარეს პლანეტის ოთხ კონტინენტზე, რომელშიც სულ მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამთ დღეში, მით ნაკლებია ნაადრევი სიკვდილის რისკი, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე და ეს ზღვარი განსხვავებულია თითოეული ასაკისთვის.
მაგალითად, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ნაბიჯების ოპტიმალური რაოდენობა ექვსიდან რვა ათასამდეა და უფრო მეტ ნაბიჯებს უკეთესი შედეგი არ მოაქვს.
60 წლამდე ადამიანებისთვის ლიმიტი რვა-ათი ათასი ნაბიჯია დღეში. ამასთან, სიარულის სიჩქარეს მნიშვნელობა არ აქვს.

































































