სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა სამგზავრო ავტობუსის გადატრიალების შედეგად. შემთხვევა თურქეთში, ჩრდილოეთ მარმარილოს გზატკეცილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადატრიალებამდე ავტობუსი ჯებირს შეეჯახა.
როგორც CNN TURK იუწყება, ავტობუსი ტოკათიდან თეკირდაგში მიემართებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.































































