საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ეხმაურება თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.
“ვაშინგტონში, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი სურვილი, გავაგრძელოთ ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინის ინტერესებს და ევროპელების უსაფრთხოებას.
ეს მშვიდობა აუცილებლად მოითხოვს უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას, რაზეც ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან კონკრეტულად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან.
ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეს მშვიდობა არ დამყარდება”,_ წერს მაკრონი.






























































