საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად მიღწეულ შეთანხმებაზე.
მაკრონმა საუბრისას საქართველოც ახსენა.
„ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა. ეს იყო საქართველო 2008 წელს. ეს იყო ყირიმი 2014 წელს. სრულიად ნათელია, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი თავის სიტყვასა და ვალდებულებებს არ შეასრულებს. ეს უკრაინისთვის და ევროპისთვის ნებისმიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.
„შესაძლოა, ზედმეტად პესიმისტურად ვარ განწყობილი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.






























































