ბახმაროში, სადაც ფერისცვალების დღესასწაულს ტრადიციულად დოღით და სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავენ, “ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე იმყოფება.
მან სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ საზოგადიებას მიმართა.
“ყოველჯერზე გვაოცებს გურია თავის განსაკუთრებული სილამაზით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, მაგრამ ყველაზე საოცარი არის მაინც ხალხი, რომელიც ცხოვრობს ამ ულამაზეს რეგიონში და მინდა კიდევ ერთხელ მოგელსამოთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს გურია, ყველაზე საუკეთესოს იმსახურებენ გურულები და გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ რეგიონისთვის”,_ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



































































