“ვიზუალური მონაცემებით ვირის და ცხენის ამოცნობა ძალიან რთულია. ამბობენ, ცხენის ხორცს დიდი ნეკნი უნდა ჰქონდეს და ხორცი მუქი უნდა იყოს. მაგრამ ეს 100 %-ით არ არის დადასტურება. მთავარი საფრთხეა, რომ შეუმოწმებელი ხორცია და არ ვიცით, როდესაც დაიკლა რა მდგომარეობაში მოვიდა გარევაჭრობის ადგილას. ხდება ფალსიფიკაცია და მომხმარებელს არავინ ეუბნება, რომ ეს ცხენის ხორცია. ცხენს კი აქვს ისეთი დაავადებები, რომელიც საქონელს არ აქვს.
ერთ-ერთი საფრთხეა პარაზიტი, რომელიც საქონელს – არა, ღორს და ცხენს უჩნდება, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კი იწყებს სიარულს და თავის ტვინამდე მიდის,” – ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემაში “გვანცას პოდკასტი”



































































