გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ და ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, 2025 წლის ივნისიდან დეპარტამენტს დაემატა წიაღის ლიცენზიის პირობების კონტროლიც, რა დროსაც ასევე მოხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.





























































