თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილია.
ნინო დათაშვილმა პროცესზე მედიას მხარდაჭერა გამოუცხადა და ფურცელი აწია წარწერით: „სინათლე არ უნდა ჩაქრეს”.
დღეს, 21 აგვისტოს, 20:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ მედიის მხარდამჭერი მარში. სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 7 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მისი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.































































