მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
როგორც “ინფო იმერეთი” იუწყება, ის ჭიათურადან იყო.
“ინფო იმერეთს” გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, მეტრო “სარაჯიშვილთან” კორპუსის მშენებლობაზე მუშაობდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
ახლობლების თქმით, დაღუპული თბილისში სამუშაოდ მას შემდეგ წავიდა, რაც მაღაროებმა მუშაობა შეაჩერა.
“დღეს ჭიათურა გლოვობს ახალგაზრდა, ღირსეულ ადამიანს იზარდი კაციტაძეს. ის ტრაგიკულად დაიღუპა 37 წლის ასაკში, მშენებლობაზე, მე-9 სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად.
ვუსამძიმრებთ იზარდის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და მთელ ჭიათურას ამ უდიდეს ტრაგედიას. ეს არის დიდი ტკივილი და დიდი მწუხარება თითოეული ჩვენგანისთვის.
უფალმა შეიწყალოს მისი ალალი სული და დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი”,– აცხადებენ ადგილობრივები.































































