ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანის დაბადების თვე, გარდა ბედისწერისა, მოქმედებს დღეგრძელობაზე და ჯანმრთელობაზე.
მეცნიერთა დაკვირვებით, შემოდგომაზე დაბადებულ ადამიანებს ღრმა სიბერემდე მიღწევის 40 პროცენტით მეტი შანსი აქვთ.
გაზაფხულზე დაბადებულებს ნაკლებად გაუმართლათ.
ზამთარში დაბადებულებს უფრო მეტად უვითარდებათ შიზოფრენია. თუმცა, ზაფხულის დაბადების დღეებისგან განსხვავებით, მათ ნაკლებად აწუხებთ მიოპია და ალერგია.
გარდა ამისა, ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბავშვები, რომლებიც სასწავლო წლის დასაწყისში დაიბადნენ, სკოლაში წარმატებას მიაღწევენ. სპეციალისტებმა დაამატეს, რომ მათი კვლევა მიზნად ისახავს იმ ფაქტორების შესწავლას, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანზე დაბადებასთან დაკავშირებით გარკვეულ თვეებში და არა ბედის წინასწარმეტყველებას.
სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემო პირობები. გარემო პირობებიც და სოციალური ფაქტორებიც. სტრესების სიმრავლე სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

































































