ცოტა ხნის წინ, პოლონელმა მეცნიერებმა გააანალიზეს 17 კვლევის მონაცემები, რომელშიც მონაწილეობდა 226, 889 ადამიანი და რომელთა საშუალო ასაკი 64 წელი იყო.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საკმარისია ყოველდღიურად მინიმუმ 3967 ნაბიჯის გადადგმა გულ-სისხლძარღვთა და სხვა მიზეზების გამო სიკვდილის რისკის შესამცირებლად.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ იპოვეს კავშირი ნაბიჯების რაოდენობასა და სიკვდილის რისკს შორის. მაგალითად, ნაბიჯების საშუალო რაოდენობის ზრდა 500 ერთეულით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკს 7%-ით, ხოლო თუ დღეში კიდევ 1000 ნაბიჯს დაამატებთ, მაშინ სხვა დაავადებისგან სიკვდილის რისკი მცირდება 15%-ით. ამრიგად, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ დღეში 2337 ნაბიჯი საკმარისია გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად, ხოლო 3967 ნაბიჯი ზოგადად ყველა დაავადებისგან რისკს ამცირებს. სიარულის დადებითი ეფექტი ყველაზე მეტად შესამჩნევია 60 წლამდე ასაკის ადამიანებში. ამ საკვლევ ჯგუფში სიკვდილის რისკი 49%-ით შემცირდა( ნაბიჯების ყოველდღიური რაოდენობა 7-დან 13 ათასამდე). რაც შეეხება 60 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფს, მათთვის 6-დან 10 ათასი ნაბიჯის შემთხვევაში 42%-ით შემცირდა სიკვდილის რისკი.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დღეში 3967 ნაბიჯის გადადგმა მინიმალური ზღვარია. ყოველი მომდევნო ათასი ნაბიჯის მიმატება ზრდის ორგანიზმისთვის სარგებელს 15%-ით. ამავდროულად მაქსიმალური ზღვარი 20000 ნაბიჯია. მის ზემოთ უკვე უკუეფექტს იწვევს.



































































