ajaratimes-ის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლის შენობაში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის სხვენში გავრცელდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
































































