„სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში გზის საფარი აყარეს და მოსახლეობას მტვერში გვახრჩობენ“ – აღნიშნული ინფორმაცია სოფელ ჭოგნარიდან „გურია ნიუსს“ დღეს მოაწოდეს.
„გზის დაგებას არადა არ დაადგა საშველი. წყლის პრობლემა კი უკვე ათეულ წლებს ითვლის, მეზობელი სოფლიდან ვეზიდებით პლასტმასის ბოცებით წყალს და ვისაც ტრანსპორტი არ ჰყავს სოფლის მარშუტს მიყვება და მოაქვთ ბერძნისწყაროდან, 21-ე საუკუნეში ხომ წარმოგიდგენიათ რა პროვინციაშიც ვხოვრობთ. ყურადღებას, რა თქმა უნდა, არ გვაქცევენ.
თქვენც გააკეთეთ ამ საკითხზე სიუჟეტი და იქნებ მივაღწიოთ რამენაირად სამართლიანობას.
გზის მდგომარეობა ხომ საშინელებაა, რაღა საჰარის უდაბნო და რაღა ჭოგნარი.
მტვერთან ერთად გაფუჭებულია გზა და ქვები, ტრაილერების საბურავებიდან უმისამართოთ სხლტება. სანამ ტრაგედია არ დატრიალდება მანამდე რეაგირება არის ნული,“ – აღნიშნული წერილი, რედაქციამ დღეს მიიღო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა კონკრეტულად როდის მოგვარდება ეს საკითხი არაფერი უთქვამთ.
ინფორმაციისთვის, ხმაური იყო დღეს ჭოგნარში. მოსახლეობა ერთი წლის წინ დაწყებულ და ამ დრომდე დაუსრულებელ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებდა.






























































