ცნობილი ხდება, რომ “ქართული ოცნების” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის პირველი ნომერი დავით შარაშიძე იქნება. სიაში არაა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა კუჭავას და კომენტარი სთხოვა, რადგან სიაში არაა, რა პოზიციაზე მოიაზრება მისი კანდიდატურა.
“სიაში არყოფნა მიიღეთ, როგორც მოცემულობა, სხვა კომენტარს არ ვაკეთებ”, _ გვითხრა მან.
მუნიციპალიტეტის პროპორციული სია ასე გამოიყურება:
დავით შარაშიძე
მარიტა მგალობლიშვილი
ბიძინა ცინცაძე
ზაალ მამალაძე
გიორგი მათითაშვილი
დავით მინდაძე
მაია გიორგაძე
სოფიკო ჯინჭარაძე
კობა კალანდაძე
კლოდი მდინარაძე
დავით გუდავაძე
მარინე ბერაძე
ლევან მეგრელიშვილი
ვასილ ბუბუტეიშვილი
ილია კეკელიძე
































































