“გლოვობს ჩემი ჩოხატაური, შუა ამაღლება, გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე მინდია მერაბიშვილი.

ალალი, თბილი, უბოროტო, ჩემი შუა ამაღლება შავებით შეიმოსა.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი”ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს მარინა სიხარულიძეს ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა ცათასასუფეველი დაუმკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ
სიტყვებს ვერ ვპოულობ, ავირიე…, იშვიათი , ყოველმხრივ გამორჩეული, საოცარი მინდია, მიწამ როგორ უნდა მიიღოს? ნუთუ მიწას არ შერცხვება მისი?
საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა…. როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში… ძალიან სამწუხაროა.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და მის დედას გამძლეობა მისცეს უფალმა. _ წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი შოთო სიხარულიძე.
მინდია მერაბიშვილი რამდენიმე დღის წინ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მშობლიურ სოფელში უკვე დაკრძალეს.
“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, მთელ სოფელს საუკეთესო ახალგაზრდის გარდაცვალების გამო.































































