მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით. ე.წ ტიტუშკა შემხვდა და ჩემკენ გამოიქცა და თავში ჩამარტყა“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ამ დროისთვის, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან სამართალდამცველებს ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო!“ „რუსებო“!
































































