მთავრობის განკარგულებით გურიაში დიდთოვლობის გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის 11 728 119 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 8 314 686 ლარი;
- ლანჩნუთის მუნიციპალიტეტი – 2 360 832;
- ჩოხატაურის მუწიციპალიტეტი – 1 052 601 ლარი.
“ამ განკარგულების ფარგლებში გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღწიშწული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანოსთვის – სსიპ – სოციალური მომსანურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან”, – წერია დოკუმენტში.






























































