4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.
ცესკო არჩევნებისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სიას ავრცელებს.
• იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია;
• ტუნისის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო;
• მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;
• თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
• ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო;
• მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია;
• ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
• სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია;
• ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
• ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია;
• Association „ALTERFACT“.
ინფორმაციისთვის, ორგანიზაციებს რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე შეუძლიათ.




























































