https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ზუსტად მონოპოლიაა! აბა, რა მოხდა ერთ თვეში, როცა თხილის ფასი განახევრდა?!”

9:21; 12.09.2025
მთავარი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეისთვის, ოზურგეთში ერთი კილოგრამი (“გულშიშველა”) თხილი ორი ლარი ღირს, სამ ლარად იბარებენ “ბერძნულას”.

ამ წლის სეზონი, თხილის მაღალი ფასით დაიწყო, რაც ხალხს ძალიან უხაროდა და უკვირდათ კიდეც, წინა წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

რამდენიმე წლის წინ, აზიური მავნებლის _ ფაროსანას გამოჩენის შემდეგ, გურიაში თხილის ხარისხი იმდენად დაეცა, რომ ფასმა, როგორც გურულები ამბობენ, ვერ იხეირა.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, საქართველოს მთავრობის მიერ, 2025 წელსაც გრძელდება. ის 2023 წელს დაიწყო და ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში.

თავიდან 90 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო დახმარება _ ყველა ფერმერი, ვისაც თხილი აქვს საკუთრებაში, ( 0,2-3 სამ ჰექტრამდე ფართობი) აქედან ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარებას იღებდა და იღებს.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ თავიდან ხალხმა ქულები, რომელიც აგრობარათებზე ირიცხებოდა, შესაბამისი პესტიციდებისთვის არ გამოიყენა და ყიდულობდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღებს. მომდევნო წელს კი სწორედ ამის გამო, მიდგომა შეიცვალა და გამკაცრდა დახმარების მიღების წესები. კერძოდ:

იმ კონკრეტული მაღაზიების მფლობელები, სადაც შესაწამლი პესტიციდები იყიდება და ზოგადად ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მიეწოდება, გააფრთხილეს, რომ შესაწამლი ნივთიერებები არ ჩაენაცვლებინათ თუნდაც სასოფლო-სამეურნეო იარაღებით თუ ნივთებით.

მიუხედავად ამ ღონისძიების გატარებისა, თხილის ბაღებს, ჯერჯერობით, არსებითი ცვლილება არ ეტყობა, საკმაოდ მაღალია უხარისხო თხილის პროცენტიც.

თუმცა, სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა თხილის სეზონი თხილის მაღალი ფასით დაიწყო, ერთი თვის შემდეგ კი ისე დაეცა ფასი, რომ მრავალი ათეული წლების წინანდელს დაემსგავსა, როცა თხილს ორ ლარადაც რომ არ იბარებდნენ.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გურიაში თხილის ჩაბარება უკვე 20 ივლისიდან დაიწყო აქტიურად და ერთი თვის მანძილზე ფასი იმატებდა _ საშუალოდ 4,50 ლარი ღირდა ერთი კილოგრამი. ამასთანავე ერთნაირი ფასი ჰქონდათ “გულშიშველას” და “ბერძნულას”. ბოლო პერიოდში კი მოხდა მათი დიფერენცირებაც და ფასიც მოულოდნელად დაეცა.

ყველამ კარგად იცის უხარისხო თხილის შესახებ, რომელიც მხოლოდ ფაროსანას შედეგი არაა. ასევე, მომძლავრებულია სოკოვანი დაავადებები. ეს ყველაფერი კი ხშირად თავს იჩენს ნაყოფის მოკრეფის და შენახვის შემდეგ, რაც ლპობის ნელი პროცესის სახით ვლინდება და თხილის გული უვარგისი (მუქი ყავისფერი, მწარე…) ხდება.

ამ ყველაფრის მიღმა, დღევანდელი მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია: კარგი ხარისხის თხილიც კი, თუ ნაცნობი პრიმიტიული ხერხით ათი ცალის გატეხვას უკავშირდება, ამჯერად არ მოქმედებს:

_ კარგი თხილი რომ მოგიტანოთ და ყველა გატეხილი ნაყოფი რომ კარგი იყოს, ორი ლარის მეტს არ გადამიხდით?

_ თუ გინდა სულ გულით იყოს გადატენილი გურული ფირალის თოფივით. მაინც ორ ლარს ვიხდით. აგერ, ხედავთ ტომრებს? გაგატანთ, თუ წაიღებთ სამ ლარად ერთ კილოგრამს _ იქეთ მოგყიდით, _ ასე სარკასტულად პასუხობენ ოზურგეთში თითქმის ყველა თხილის მიმღებ პუნქტში სოფლებიდან ჩასულ თხილის გამყიდველ ფერმერებს.

ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ სულ რაღაც თვენახევრის წინ, ერთი კილოგრამი თხილი 4,50 ლარი ღირდა, ზოგჯერ უფრო მეტიც. ხალხს უხაროდა ეს ფასი, თუმცა, ყველამ ვერ მოახერხა უცბად მოკრეფა და ჩაბარება.

_ ახლა რაც ხდება, ეს არის მშრომელი კაცის აბუჩად აგდება თხილის ბიზნესში დასაქმებული ჩინოსნების მხრიდან. სახელიც არ აქვს ამ საქციელს, _ ამბობენ გურულები.

ამ აბსოლუტურად გაუგებარ სიტუაციაში, როცა ფერმერს ეუბნებიან, რაც უნდა კარგი თხილი მოიტანო, ,ერთ კილოგრამში ორი ლარის მეტს არ მოგცემო, ადამიანებს უჩნდებათ სერიოზული ეჭვი, რომ ვიღაც “ფარდის მიღმა” მუშაობს მშრომელი ადამიანის საზიანოდ და მის მოსავალში აფათურებს ხელებს.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა მაღალი ტრიბუნიდან საუბრობს ფერმერთა გასაგონად, რომ თუ პროდუქცია ხარისხიანი არ არის, მუდამ მეორადი ბაზარი ვიქნებით:

“ყველაფერი ფერმერის ხელშია და საუბარი იმაზე, რომ თხილის სექტორში შეიძლება იყოს მონოპოლია, სრულიად აზრს მოკლებულია”, _ აცხადებს ის.

_ ზუსტად მონოპოლიაა! ჩამობრძანდეს და გვესაუბროს. თუ ასე არაა, მაშინ აგვიხსნას, რა მოხდა ერთ თვეში, როცა კარგი ხარისხის თხილის ფასიც განახევრდა და ფერმერებს ღიად გვეუბნებიან, რომ რაოდენ კარგი თხილიც უნდა მივიტანოთ ჩასაბარებლად, არაფერი არ გაჭრის, არც გატეხვა, არც დაჩეჩქვა ვარგისიანობაში დასარწმუნებლად, მაინც ორ ლარს გადაგვიხდიან! რა ჰქვია ამას? არჩევნებს ხომ არ უკავშირდება ესეც? რა ვიცი, იძახიან, საარჩევნოდ ფული აქვთ გასაცემი და ფასი ამ სეზონზე ასე სასტიკად ამიტომ დააგდესო, _ გვეუბნებიან უკმაყოფილო ფერმერები: ნუნუ ბოიაჯანი, თინა მგელაძე, თამუნა კიკვიძე, რომლებიც ოზურგეთში ჩასაბარებლად ჩამოტანილი თხილით ისევ უკან ბრუნდებიან…

“ამ წლების განმავლობაში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით მოხდა ფერმერების გადაკვალიფიცირება, ტრენინგებში მონაწილეობა, ცნობიერების ამაღლება.

ჩვენ მინიმუმ 30 000 ადამიანს ჯგუფურად გადავეცით შესაწამლი აპარატები. ანუ დღეს ფერმერს აქვს ცოდნა, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოუაროს ბაღს ან თუ არ იცის, აქვს წვდომა აგროკონსულტანტებთან. ასევე, თხილის შესაწამლი 3500 აპარატი გადავეცით უფასოდ ფაროსანასთან საბრძოლველად.

ამის მერე იყო აგროქიმიკატების პრობლემა და 5-6 წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის მაღაზია გაიხსნა, რომლის 80% მანამდე არ იყო.

კიდევ ერთი კომპონენტი იყო 500-ლარიანი ვაუჩერების გამოყოფა აგროქიმიკატებისთვის. თუმცა, ეს 500 ლარი მინიმალური რაოდენობაა იმ აგროქიმიკატების ჯამური ფასისა, რაც ფერმერს სჭირდება, რომ უმაღლესი ხარისხის თხილი მიიღოს. 500 ლარის აგროქიმიკატის გამოყენების შემდეგ, საოჯახო მეურნეობას ჰექტარზე, უარეს შემთხვევაში შეუძლია მიიღოს 40%-იანი გამოსავლიანობის თხილი. ეს არის ხარისხის ინდიკატორი. დღეს თხილის გულის ფასი არის 19-20 ლარი, შესაბამისად, 40%-იან თხილზე ფერმერს შეუძლია 7.5-8 ლარი მიიღოს. ამაზე მეტი შემოსავალი სოფელში რა უნდა იყოს?! თუ ფერმერები დაგვანახებენ, რომ აქვთ სურვილი, მოუარონ პროდუქციას, რესურსების მოძიება პრობლემა აღარ არის”, _ აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა.

_ რაკი ბატონი ჭითანავა ასე ამაღლებული ტონით საუბრობს, მივესალმებით მის რჩევას. გვსურს ვუთხრათ, რომ იგივეს ვფიქრობთ და სხვას არაფერს, ოღონდ მისი მხრიდან ეს მხოლოდ ლამაზი საუბარია. თუ ასე არ არის, ჩამოვიდეს რეგიონში, კონკრეტულად ოზურგეთში, შეგვხვდეს და აგვიხსნას, ორ კვირაში თხილს ფასი რატომ განახევრდა. რატომ ხდება განსაკუთრებით სამარცხვინო ფაქტი წელს, როცა გლეხკაცს ეუბნებიან, რომ გული გინდ საღი იყოს და გინდ დამპალი, ორი ლარის მეტს მაინც არ გადაგიხდითო? აქამდე, უვარგისი და ესეც მშრომელი კაცის საზიანო, მაგრამ მაინც უმჯობესი იყო გატეხვის მეთოდი _ ადამიანს მტკიცებულებას მაინც უდებდნენ წინ, ვარგისი იყო თუ არა მისი თხილი და ბოლო პერიოდში ერთ ლარსაც იხდიდნენ საღ, ერთ ცალ თხილის გულში. შესაბამისად, ათი ცალიდან თუ ათივე კარგი გამოვიდოდა, ათ ლარის გადამხდელები იყვნენ. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ 7-8 ლარი ბევრს გადაუხადეს ამ წლის მარტში, შენახული ვისაც ჰქონდა წინა წლის მოსავალი. წელს ამას რას ვხედავთ? რაზე საუბრობს ბატონი ჭითანავა? იცის თუ არა მან, რომ გურიაში, კონკრეტულად, ოზურგეთში გლეხს ეუბნებიან, რომ თუ გინდა საღი გული ჰქონდეს ყველა მარცვალს, მაინც ორ ლარს გადაგიხდითო? _ გვეუბნებიან თხილის პლანტაციების მფლობელები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები: სერგო ბოიაჯანი, ზაირა კაკაბაძე, ნუნუ სალუქვაძე, ნუგზარ ანთიძე, ავთანდილ კალანდაძე…

ეს მოქალაქეები ჟურნალისტებს თხოვენ დახმარებას, აქტიურად ისაუბრონ ამ თემაზე და დაეხმარონ მათ შეხვედრის ორგანიზებაში.

_ ორი კვირის წინ სამასი კილოგრამი თხილი ჩავაბარე. ათას ლარზე მეტი ავიღე. გახარებული ვიყავი. გუშინ 150 კილოგრამი ჩამოვიტანე ჩასაბარებლად და გული კინაღამ შემიწუხდა _ ერთ კილოგრამში ორ ლარს გადაგიხდითო, მითხრეს. ისეთივე თხილში, სულ ცოტა ხნის წინ, ორჯერ მეტი ავიღე. წავიღე ისევ ლიხაურში და დავყარე აივანზე. ალბათ, ტყუილად მაქვს იმედი, რომ ფასი მოიმატებს. არადა, ერთად მოკრეფა ვერ მოვახერხეთ. ეს რა უბედურებაა? გატეხვა მოვითხოვე _ ბოლო წლებია, სულ ასე აკეთებენ. ხარისხიანი თხილი მაქვს და იმედი მქონდა, რომ ვარგისი იქნებოდა ყველა. არაო, მაინც ორი ლარი ღირსო… გადამრიეს. ეს “არნახული სიახლეა” , წელს რაც ხდება. გლეხის აბუჩად აგდება თუ გინდა, ესაა. ყოჩაღ, მაგათ, _ გვეუბნება თხილის პლანტაციის მფლობელი ნანა ვარშანიძე.

_ მთისპირიდან ჩამოიტანა ჩემმა შვილმა თხილი _ ბებიას დაეხმარა მოსავლის აღებაში. ორი ლარი ღირს ერთი კილოგრამი. ასეთი რამ არ მახსოვს. თუ გინდა სრულიად ხარისხიანი იყოს, მაინც ორი ლარი უნდა გადაგიხადოთო… სამარცხვინო ამბავია! _ გვეუბნება პროფესიით ჟურნალისტი, სამეურნეო საქმეში აქტიურად ჩართული ნუგზარ ასათიანი.

წელს ყველგან ისმოდა, რომ თურქეთში მოსავლის დეფიციტი იყო. როცა სეზონი კარგი ფასით დაიწყო, ხალხს ეგონა, რომ მაღალი ფასი ამ ფაქტორითაც იყო გამოწვეული. როგორც აღვნიშნეთ, ხალხს უხაროდა, თან შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავლის რაოდენობა მეტია.

საგანგებოდ უნდა მივანიშნოთ, რომ ფერმერებისთვის ფინანსური თანადგომა, რამდენი წელიც უნდა გაგრძელდეს, მოტივაცია მუდამ დაბალი იქნება, თუ იგივე ფერმერებს აქამდე გაუგონარი შეთავაზებით დახვდება მავანი თხილის მიმღებ პუნქტში: “რა კარგი თხილიც უნდა მოიტანო, ორი ლარის მეტს მაინც არ გადაგიხდითო”.

_ ეს ამბავი სასაცილო არაა და უფრო მეტიც, გამოსაძიებელია _ სარჩელი უნდა შეიტანოს ხალხმა ამ საქმოსნების წინააღმდეგ, ვისაც თხილის რეალიზაციის პროცესი ასეთი გზით მიჰყავს და ენაზე აქვთ გამოკერებული, რომ ფერმერის მიერ თხილის მოვლის მოტივაცია ძალიან დაბალია. სწორედ ასე აბუჩად აგდებული ადამიანი ეჭვობს იმასაც, რომ თხილის დახმარების პროგრამაც არამიზნობრივია, უშედეგოა და ვიღაც მილიონებს წყალში უფრო ყრის, ვიდრე ფერმერს ეხმარება! _ ამბობენ გურიაში

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ამ საქმისთვის 22 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი!

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

თხილი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5 დეკემბერი, 2025

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დოღი და საცხენოსნო სპორტული თამაშები ნაგომარში - ვინ არიან გამარჯვებულები

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5.12.2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5.12.2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5.12.2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5.12.2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5.12.2025
სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო