სოფელ ნაგომარში, საცხენოსნო შეჯიბრი „ოზურგეთის თასი – 2025″ ჩატარდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დისტანციაზე ოთხი გარბენი გაიმართა და 12 პრიზი გათამაშდა:
დოღში მონაწილე მხედრები სიგელებით, მედლებით და თასებით,ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დააჯილდოვეს.
წლევანდელ საცხენოსნო შეჯიბრს ორი ძველი ქართული საცხენოსნო სპორტული თამაში “ისინდი” (შუბით სროლა) და “ცხენბურთი” შეემატა, რომლის საპრიზო ჯამური თანხა 2500 ლარია. ამ ძველ თამაშში ოზურგეთი და მარტვილი მონაწილეობდა. გამარჯვებული კი ოზურგეთის გუნდი გახდა, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა კობა ბალავინოვმა და ამავე გაერთიანების საცხენოსნო სექციის უფროსმა ავთო მარტიკოვმა დააჯილდოვა.



































































