ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოზურგეთს ესტუმრა, სადაც სოფელ თხინვალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Wi-Fi Hotspot-ის გახსნას დაესწრო,_ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
“აღნიშნული ინიციატივით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი REDI ციფრულ ინკლუზიურობას რეალობად ხდის საქართველოს რეგიონებში და ერთმანეთთან აკავშირებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ახალგაზრდებსა და მცირე ბიზნესებს.
ევროკავშირის დახმარებით, უფრო მეტ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ახალი შესაძლებლობებით, განავითაროს ბიზნესი და ჰქონდეს წვდომა ციფრულ სივრცესთან”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


































































