თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს საქართველოში პროტესტის 290-ე დღეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 13 სექტემბერს, თბილისში, 19 საათზე, თსუ-დან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება ლოზუნგით “არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო”.
19 საათზე დაიწყება მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.
20 საათზე დაიწყება აქცია პარლამენტთან.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, აქციის დაწყების დრო და ადგილი ასეთია:
18 საათი- გორი, საკრებულოს წინ, “გათავისუფლდეს რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!”
ახალციხე- 18 საათი, პროტესტი შოთა რუსთაველის ძეგლთან.
ბათუმი- 20 საათი- საკონსტიტუციო სასამართლოსთან – სამშობლოს სამსახურში!
ზუგდიდი- 20 საათი- სამხარეო ადმინისტრაციის წინ- ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
თელავი- 19 საათი- მერიის წინ- უწყვეტი პროტესტი თელავში.
ქუთაისი, 19 საათი- მერიის წინ- კი ევროპას! არა რუსეთს!
ჩხოროწყუ, 20 საათი, მერიის წინ, გაბედე პროტესტი ყოველდღე!































































