საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
“რუსეთის პოლონეთზე საჰაერო თავდასხმას ნატო ძალიან კარგად მომზადებული დახვდა.
რუსული დრონები ჩამოყარეს პოლონურმა და ნიდერლანდების გამანადგურებლებმა.
გერმანიამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სისტემები პოლონეთის და საკუთარ ტერიტორიებზე. პოლონეთმა რეზერვისტების საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.
ეს უპრეცედენტო თავდასხმა კიდევ მეტად გაზრდის სამხედრო დახმარებას უკრაინისადმი.
წინა დღეებში ბრიტანეთმა დააანონსა შორეული რადიუსის რაკეტების მიწოდება, ახალი გერმანული პატრიოტი უკვე უკრაინაშია.
გერმანიამ უკრაინას დაუფინანსა ასობით მილიონი ევროთი გრძელ დისტანციაზე დამრტყმელი დრონების წარმოება. ბრიტანეთიც აწვდის იგივე სახის დრონებს კიევს.
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა გადასცა უკრაინას მიგ-29 ტიპის თვითმფრინავები და დაიწყო საჭირო არტილერიული ჭურვების მიწოდება.
ამ ყველაფრის ფონზე საქართველო განსაკუთრებით დაუცველი ჩანს და მის ივანიშვილის ხელში შემდგომი დატოვება სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს”,_ წერს მიხეილ სააკაშვილი.






























































