გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ოზურგეთში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: შემოქმედს,მშვიდობაურს,ნასაკირალს,ბოხვაურსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ფარნავაზ მეფის,რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს.
ჩოხატაურში – 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქვენობანს,ბუკნარს,ჭაჭიეთსა და მიმდებარე სოფლებს.
ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.































































