102-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“მშვიდობით გიორგი !
სასწავლო წლის დაწყება უდიდესი დანაკლისით გვიწევს 102 -ე სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მთელ სასკოლო საზოგადოებას !
ხანგრძლივი მძიმე ავადმოყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლე გიორგი ავაგუმაშვილი.
ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე გიორგიმ კლასელებს, მასწავლებლებს , ნაცნობ მეგობრებს სწრაფად შეაყვარა თავი მეგობრობის საოცარი ნიჭით, უდიდესი სითბოთი და ხალასი ურთიერთობით !
მშვიდად განისვენე გიორგი , ჩვენ დიდხანს გვემახსოვრები!”_ წერს სკოლა სოციალურ ქსელში.