ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ოზურგეთში „ალეგრობა 2025“-ის ფარგლებში ღონისძიების მოწყობის მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.
„მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეს, კონკრეტული თარიღი მიმწოდებლისათვის ცნობილი გახდება არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე,“ – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც სახელმწიფ შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული. ღონისძიების მოწყობის მომსახურებისთვის თითქმის 60 000 ლარი დაიხარჯება. ამ დროისთვის ტენდერით დაინტერესებული არავინ არის. ტენდერში მონაწილეობის ბოლო ვადა 29 სექტემბერია.





























































