გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში ხვალიდან 25 სექტემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
“დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ამ საღამოდან გამოიდარებს. ცალკეულ რაიონებში შეიძლება უმნიშვნელო ნალექი შენარჩუნდეს. ხვალიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი 25 სექტემბრამდე. 23 სექტემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ამ საღამოს დაიკლებს. მაღალმთიან ზონებში ამაღამ მოსალოდნელია 0, -1 გრადუსი დაფიქსირდეს. 25 – 26 სექტემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი და კვირის ბოლომდე კვლავ გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც 25 სექტემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 23 სექტემბრიდან მოიმატებს. ახალქალაქში, ბაკურიანში შესაძლოა 0 გრადუსი დაფიქსირდეს ამაღამ. ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. დედაქალაქში და კახეთში დილის საათებში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და მცირე წვიმა დილის საათებში. 25 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს”,_ განაცხადა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსთან” საუბრისას.





























































