“დღევანდელ მატჩში დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი – მოედანზე შემოჭრილმა „ნიკე-ლუსოს“ ჩვენ შეცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თურქი ეროვნების გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქსკ ლანჩხუთის ფეხბურთელებს, დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა,” – ეს ამონარიდია საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთის“ განცხადებიდან, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა ფეისბუქზე.
გთავაზობთ ვიდეოს სადაც ასახულია გუშინდელი თამაშის დროს დაწყებული დაპირისპირება სტადიონზე. ვიდეოს სრული ვერსია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იუთუბ არხზე არის.




































































