ამ წუთებში ქალაქ გორის ცენტრში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ – “თავისუფლება მზია ამაღლობელს“.
მზია ამაღლობელმა ბათუმში, ამ წლის 12 იანვარს აქციის დროს, უღირსი საქციელის გამო, ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა და ის იმავე დღეს დააკავეს.
ბათუმის საქალაქო მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დღევანდელ საპროტესტო აქციაზე გორში, მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია.





























































