“მთავარის” ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზიდან 5 ბავშვი გაიტაცეს.
როგორც ერთ-ერთის მამა, ბესო სიდამონიძე ამბობს, შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ, თამარაშენში მოხდა. გატაცებული ბავშვები 10-12 წლის არიან. გატაცების შესახებ კი ადგილობრივებს სხვა ბავშვებმა შეატყობინეს, რომლებიც ოკუპანტების გამოჩენის შემდეგ გამოიქცნენ. “საოკუპაციო ხაზთან ბავშვები თამაშობდნენ და გაიტაცეს რუსებმა. 5 ბავშვია. ქარელის რაიონი სოფელი თამარაშენი. 10-12 წლისები არიან. 112-ში დავრეკეთ ახლა მოდიან.” უთხრა სიდამონიძემ “მთავარს”.
“ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან” – აცხადებენ სუს-ში ოკუპანტების მიერ, სოფელ თამარაშენთან გატაცებულ ბავშვებთან დაკავშირებით.
































































