“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, ევროპელებს აჩვენოს, რომ ის მამაცი მეომარია, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს,”_ აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.
„ზელენსკი ცდილობს ევროპელებს, რომლებიც ახლა მარჩენლების როლში გამოვლენ, აჩვენოს, რომ ის „მამაცი მეომარია“. თუმცა, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს და ყოველდღიურად უკრაინის მოლაპარაკებების პოზიციები განუწყვეტლივ უარესდება“, – განუცხადა პესკოვმა „როსია 1“-ის ჟურნალისტს პაველ ზარუბინს.































































