გორში მოქალაქეს ჯერ ველოსიპედი, შემდეგ კი თანხა მოპარეს,_ ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
“მოზაიკას” ცნობით, როგორც მოქალაქე ამბობს, ქურდობის ორივე შემთხვევა რამდენიმე დღის ინტერვალით მოხდა.
“ბავშვმა ველოსიპედი სადარბაზოში დატოვა, სახლიდან ეზოში რომ ჩამოვიდა, ველოსიპედი მოპარული დახვდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ავტომანქანიდან თანხა წაიღეს. არ ჩავკეტე და ისე დავტოვე, სკოლაში ვიყავი გადასული, მობრუნებისას თანხა იქ აღარ დამხვდა, 170 ლარია წაღებული”, – ამბობს მოქალაქე.
მოქალაქე ყვება, რომ სადარბაზოებიდან ველოსიპედების ქურდობის ფაქტები გახშირებულია.
“ჩვენ წმინდაწყლის დასახლებაში ვცხოვრობთ და ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანს მოპარეს უკვე”.


































































