უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე, რის შედეგადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. _ ამის შესახებ გარდაცვლილი წყვილის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
„უდროოდ შეწყვეტილი ბედნიერი სულები და ობლად დარჩენილი ოთხი პატარა“;
„ჩემო უთბილესო გოგო, ეს რა დაგემართათ. როგორი საყვარელი იყავი მზეო. უფალო რატომ წაართვი ბავშვებს დედ-მამა“, – წერენ სამძიმრის პოსტში.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი ავტომობილით მდინარე ნენსკრაში გადავარდა. ცხედრები უკვე ამოასვენეს.































































