https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ აწარმოებს სამუშაოებს და რა ეტაპზეა ჩოხატაურში 2023 წელს დაპირებული 8 ბაღის აშენების საკითხი

9:11; 1.10.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში #1 ბაღისა და #1 ბაგა–ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებს ამხანაგობა “მეგა ჰაუსი” აწარმოებს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად მოგვწერა, “პროექტირების ეტაპი დასრულდა და დაწყებულია მომზადება სამშენებლო სამუშაოებისთვის: სამშენებლო ნებართვის შეთანხმება, ბაღების დაცლა და სამშენებლო მასალების ადგილზე მიტანა“.

ინფორმაციისთვის, ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და სააღმზრდელო პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება, სამუშაოები 6.4 მილიონ ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

Tendermonitor.ge-ზე არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას, რომელმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში #1 ბაღისა და #1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა აწარმოოს, მონაწილეობა მიღებული 2 ტენდერში აქვს. აქედან 1 ტენდერი წააგო, რადგან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

როგორც ჩვენს მიერ 10 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში _ “ობიექტები თვეებია გაჩერებულია _ ახალი ტენდერი ჩოხატაურში ბაღების ასაშენებლად” ვწერდით, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიის ოქმში ეწერა, რომ გასარკვევი იყო ინფორმაცია, ამხანაგობის მონაწილეთაგან რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელია თენგიზ დიდმანიძე და რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრია მას ამ ორგანიზაციაში. ასევე, მოთხოვნილი იყო წინამდებარე #AT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის2.1 პუნქტით (კომპონენტი #1 და კომპონენტი #2) განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

როგორც სატენდერო კომისიისთვის ამხანაგობა “მეგა ჰაუსის”მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ამხანაგობის მმართველი თენგიზ დიდმანიძე წარმოადგენს შპს “ჰაუს-ტოპი 2009”-ს პროექტის მენეჯერს, თანახმად შპს “ჰაუს-ტოპი 2009”-სა და ფ/პ თენგიზ დიდმანიძეს შორის 2024 წლის 01 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა.

“კომპონენტი #1-ით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების არსებობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ინფორმაციიდან სატენდერო კომისიამ განიხილა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული NAT230007050 ელ. ტენდერის საფუძველზე 2023 წლის 10 მაისს გაფორმებული #GOG/ET/CW/705 ხელშეკრულების ფარგლებში შპს “მეგავატ.ჯი“-ს მიერ გაწეული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ერგეტაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.

საპროექტო დოკუმენტაციის მიღება–ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებაა 161,251.22 ლარი, დღგ–ს ჩათვლით. #GOG/ET/CW/705 ხელშეკრულებას, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მინიჭებული აქვს სტატუსი _ “მიმდინარე ხელშეკრულება _ საგარანტიო პერიოდი“, შესაბამის ველში ატვირთულია მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მიღება–ჩაბარების აქტი და ასახულია ფაქტობრივი გადახდა.

კომპონენტი #2-ით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების არსებობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ინფორმაციიდან სატენდერო კომისიამ განიხილა ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული NAT230003218 ელ. ტენდერის საფუძველზე 2023 წლის 02 მაისს გაფორმებულ N34 ხელშეკრულების ფარგლებში შპს “ჰაუს–ტოპი 2009″-ს მიერ შესრულებული, ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩის #1 კორპ. #4-ის მიმდებარედ ახალი საბავშვო ბაგა–ბაღის მშენებლობის სამუშაოები (ნარჩენი). #34 ხელშეკრულებას, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მინიჭებული არ აქვს სტატუსი “შესრულებული ხელშეკრულება“, მაგრამ შესაბამის ველში ატვირთულია სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საბოლოო მიღებაჩაბარების აქტი და ასახულია ფაქტობრივი გადახდები, სულ: 3,545,476.48 ლარი, დღგ–ს ჩათვლით. სატენდერო კომისიამ ასევე განიხილა ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული NAT220011544 ელ. ტენდერის საფუძველზე 2022 წლის 25 ივლისს გაფორმებული N30 ხელშეკრულების ფარგლებში შპს “ჰაუს–ტოპი 2009″-ს მიერ შესრულებული, ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის რუსთაველის ქ. #18-ში მდებარე “ვარკეთილის მეურნეობა” ახალი საბავშვო ბაგა–ბაღის მშენებლობის სამუშაოები. N30 ხელშეკრულებას, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მინიჭებული არ აქვს სტატუსი “შესრულებული ხელშეკრულება“, მაგრამ შესაბამის ველში ატვირთულია სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტი და ასახულია ფაქტობრივი გადახდები, სულ: 1,941,781.91 ლარი, დღგ–ს ჩათვლით.

წინამდებარე NAT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისთვის “წინადადებების მიღება დასრულებულია” სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, მიწოდებული უნდა ჰქონდეს:

კომპონენტი #1: ან არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ მცირე 100 000 ლარის ღირებულების (პირობა #1), ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 60 000 ლარის ღირებულების (პირობა #2) დეტალური პროექტი სამოქალაქო, ან სამრეწველო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის 4 სამუშაოებისათვის. აღნიშნული დეტალური პროექტი სავალდებულოდ მომზადებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ–სახელმწიფოთა ტერიტორიაზე გასახორციელებელი სამოქალაქო, ან სამრეწველო ან სამეურნეო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის, ამასთან არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

კომპონენტი #2: ან არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ მცირე 4,000,000.00 ლარის ღირებულების (პირობა #1), ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 2,500,000.00 ლარის ღირებულების (პირობა #2), სამოქალაქო, ან სამრეწველო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (შესაძლებელია მოიცავდეს გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც, თუმცა არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს

საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ–სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, ამასთან არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

წინამდებარე NAT250005919  ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ზემოთ ხსენებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების შინაარსობრივ–თანხობრივი ნაწილის (ტექნიკური დავალება, შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი – ხარჯთაღრიცხვა, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია – მიღება–ჩაბარების აქტი, ე.წ. ფორმა #2) ურთიერთშედარების საფუძველზე სატენდერო კომისია აცხადებს, რომ ამხანაგობა მეგა ჰაუსის გამოცდილება აკმაყოფილებს წინამდებარე NAT250005919 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და გამომდინარე აქედან, სატენდერო კომისიას სავალდებულოდ არ მიაჩნია გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ PDF ფაილებში მითითებული სხვა დანარჩენი შესყიდვის ნომრების შემოწმება და ხელშეკრულებების შეფასება.

4) ამხანაგობა მეგა ჰაუსის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული პრეისკურანტის ღირებულებაა 1,464,140.16 ლარი, დღგ–ს გარეშე, რაც შეესაბამება მის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასს.

სატენდერო კომისიის წევრებმა დაადგინეს:

  1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით

დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 29-ე მუხლის თანახმად, ამხანაგობა მეგა ჰაუს წარმოადგენს წინამდებარე NAT250005919 ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს.

  1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბ ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 31-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 6.1, 6.3, 6.4 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მატერიალური სახით წარმოსადგენად და ამავე ვადაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, პრეტენდენტს განესაზღვრა 10 (ათი) სამუშაო დღე, წინამდებარე ოქმის (ოქმი #3) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის თარიღიდან. ინფორმაციისთვის, აღნიშნული ოქმი სატენდერო დოკუმენტაციაში 15 აპრილსაა გამოქვეყნებული“.

ამხანაგობა “მეგა ჰაუსთან” მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დადებული 1 მაისს დადებული ხელშეკრულება ძალაში 2028 წლის 31 დეკემბრამდეა.

რაც შეეხება სოფლების- გუთურის, გოგოლესუბნის, ზომლეთის და შუა ამაღლების საბავშვო ბაღებს, რომელთა აშენების შესახებაც საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ხოლო ობიექტები თვეებია გაჩერებულია, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოგზავნილ წერილში გვპასუხობენ:

“გაცნობებთ რომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ გუთური, გოგოლესუბანი, ზომლეთი და შუა ამაღლება საბავშვო ბაღების სამშენებლო პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი უმოკლეს ვადებში გამოცხადდება“.

რაც შეეხება ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საბავშვო ბაღს, რომელიც ზამთარში დიდთოვლობის დროს დაზიანდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩვენს კითხვაზე, თუ როდის იგეგმება ახალი საბავშვო ბაღის აშენება და გამოცხადებულია თუ არა უკვე ტენდერი, გვპასუხობს:

“გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტმა წერილით მომართა ფონდს პროექტის გახორციელების თაობაზე. ამჟამად ფონდის მიერ განიხილება აღნიშნული საბავშვო ბაღის პროექტირებისა და შემდგომში მშენებლობის საკითხი“.

ინფორმაციისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენება “ოცნების” ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2023 წელს დააანონსა.

  1. S. წერილი უკვე მზად იყო, როცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ა. ბ. და ბ.ბ. დააკავეს..

უწყების თანახმად, დაკავებულია 2 პირი, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებიდან თაღლითურად 9.4 მილიონ ლარს დაეუფლნენ.

ბრალდებულებმა 2023 წელს შპს “ლაგი კაპიტალის” მეშვეობით გაიმარჯვეს საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში. მათ ასევე ჰქონდათ ხელშეკრულებები სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, შესაბამისი სამუშაოები არ შესრულებულა. ჯამურად, ხელშეკრულებების ღირებულება 94.4 მლნ ლარს შეადგენდა.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” წევრის ირაკლი ზარქუას სიძის ყოფილი კომპანია “ლაგი კაპიტალი” შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ შავ სიაში რამდენიმე თვის წინ შეიტანა.

ცნობისთვის, “ლაგი კაპიტალს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუთურში, გოგოლესუბანში, ზომლეთსა და შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა უნდა გაეხორციელებინა, თუმცა ხელშეკრულება, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის 10 მაისს გაუფორმა, მიმდინარე წლის თებერვალში შეუწყვიტეს.

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტო აღებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10:38; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

სასკოლო ფორმები, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი _ კიდევ რა იცვლება

10:35; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27 იანვარი, 2026

გომისმთაზე უსახელო "მწვერვალს" დეპუტატებმა სახელი ვერ მიანიჭეს, რადგან ეს "მწვერვალი" ვერ გაიხსენეს

"ბახმარო კურორტს აღარ ჰგავს _ ნაძვებზე მეტი სახლებია"

ყველა სიახლე

საზოგადოება

საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10:38; 28.01.2026
საზოგადოება

სასკოლო ფორმები, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი _ კიდევ რა იცვლება

10:35; 28.01.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

10:00; 28.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

9:32; 28.01.2026
სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:30; 27.01.2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო