https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გეტყვით, რაც მოხდება…ხვალ, 20:00 საათისთვის…” – რას ამბობს ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე

12:36; 3.10.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ჩემი შეფასებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა იმ არჩევნებისგან, რომელიც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვინახავს.

პირველ ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ ოპოზიციაში ვერ მოიძებნა შეხებისა და შეთანხმების წერტილები, არადა, სურვილის შემთხვევაში ეს თითქოს არცთუ ისე რთული უნდა ყოფილიყო. ოპოზიციას თუ რეალურად სურს “ქართული ოცნების” დამარცხება, სწორედ შეთანხმების გზით უნდა წასულიყო.

რაღა დაგიმალოთ და, ზუსტად არჩევნების დღეს – 4 ოქტომბერს აქციის დანიშვნა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რა ვიცი, 3-ში ან 5-ში რომ დაენიშნათ, შესაძლოა ეს გაცილებით წარმატებული ყოფილიყო.

მე არ მომისმენია მათგან არგუმენტები იმისა, რატომ უნდა გაიმართოს აქცია მაინცდამაინც 4-ში. მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებიდან კიდევ შეიძლებოდა გამოსავლის პოვნა. ყველას კარგად ესმის, რომ შუაზე გაყოფილი ოპოზიცია მხოლოდ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს და არ უწყობს ხელს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას.

უკვე შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, ოპოზიციურ ამომრჩეველს არჩევნებშიც მიეღო მონაწილეობა და პროტესტშიც, რაზეც ილაპარაკა კიდეც “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მეც კარგა ხანია ვამბობ, რომ სავსებით შესაძლებელია ამომრჩეველმა იბრძოლოს ორივე ფრონტზე. ამის წინააღმდეგ რატომ მიდის ის ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის მომხრეა, არ ვიცი. მე მათგან ამის არგუმენტები ვერ მოვისმინე, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ აქციით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ როგორ, რა მექანიზმით?!თუ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პარტიების მხარდამჭერებიც მივლენ საპროტესტო აქციაზე, ეს ხომ ნიშნავს, რომ პროტესტი უფრო მასობრივი იქნება. ამიტომ ვერ გავიგე, რის საფუძველზე, რატომ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და საპროტესტო აქციაზე მისვლა, ერთმანეთს გამორიცხავს…. მოკლედ, სწორედ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება განასხვავებს ყველაზე მეტად ამ არჩევნებს წინა არჩევნებისგან. სხვა შემთხვევებში ოპოზიცია მეტ-ნაკლებად ახერხებდა შეთანხმებას – თუ ერთი ფრონტით არ გადიოდნენ, იმას მაინც ახერხებდნენ, ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ.

გარდა ამისა, გაუგებარია, რომელი პოლიტიკური ძალები იღებენ პასუხისმგებლობას მასშტაბური აქციის ორგანიზებასა და ხელისუფლების შეცვლის დაპირებაზე და თუ არ შეიცვალა, მერე რას გეგმავენ?! გეტყვით, რაც მოხდება… 4 ოქტომბერს 20:00 საათისთვის ხელისუფლება რომ არ შეიცვლება, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად რეალურია ეს დაპირება, რადგან როდესაც შედეგი არ დადგება, უფრო მეტად იმედგაცრუებული არ დარჩეს. კი, პროტესტი აუცილებელია, აგერ 300 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია, ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფუჭი იმედის შექმნა არ არის საჭირო!

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასთან ამ არჩევნების მიბმის საკითხს, რასაც ჩვენი ოპოზიცია ცდილობს… ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჯერ არ გადასულან მკაცრ სასანქციო პოლიტიკაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ, თუმცა ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, რათა მათი სვლა ავტოკრატიისკენ როგორმე შეჩერდეს. კიდევ რა უნდა გააკეთონ, რას ითხოვს ოპოზიცია ჩვენი პარტნიორებისგან? სანქციები, ვფიქრობ, მალე იქნება, ამას ბოიკოტი არ სჭირდება. ამის გარდა, პარტნიორებს თუ გინდა აჩვენო, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების გამყალბებელია, ამისთვის არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა, უმკაცრესად გააკონტროლო როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე საარჩევნო დღე, დააფიქსირო დარღვევები, გაასაჩივრო და ა.შ.

– ოპოზიციის ეს ორი ფრთა ერთ­მანეთს “ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს…

– კი, ადანაშაულებენ და ამით უფრო აძლიერებენ “ქართულ ოცნებას”. არ მინდა ვინმეს რაიმე იარლიყო მივაკერო და ვინმე გარიგებაში დავადანაშაულო, მაგრამ ვიტყვი ერთს – ბიძინა ივანიშვილმა ლამის მთელი საქართველო იყიდა და ოპოზიციის ყიდვაც არ გაუჭირდებოდა.

ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკოსების ყიდვა-გაყიდვა დიდი პრობლემა არასდროს ყოფილა. დღეს ამის დოკუმენტური დადასტურება არა მაქვს, ამიტომ ვერაფერს დავამტკიცებ, თუმცა ეჭვები არსებობს.არის მეორე ფაქტორიც, გაცილებით რეალური – ვერც ბოიკოტის მომხრე და ვერც მოწინააღმდეგე ვერ უარყოფს, რომ თბილისი არის ოპოზიციური. ჯამურად, მინიმუმ, ასე განაწილდება ხოლმე მხარდაჭერა: 60% ოპოზიციური ძალები, ხოლო 40% “ქართული ოცნება”. თუ ვინმემ არ იცის, უნდა ისწავლოს ან გაიხსენოს უახლესი ისტორია. ზოგიერთმა საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებისა და წარმატების ისტორიაც რომ ნახოს, კარგი იქნება – “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ვგულისხმობ… სწორედ მათ გასაგონად ვამბობ – “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2002 წელს მოვიდნენ. რომ არ ყოფილიყო 2002 წელი, იქნებოდა კი 2003 წლის “ვარდების რევოლუცია”? ამასთანავე, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არის 60%, თბილისისთვის ბრძოლას წინ რა უდგას? როდესაც ამაზე ამბობ უარს და რაღაც მითურ სცენარს მთავაზობ, 4 ოქტომბერს რომ შეიკრიბება ხალხი და არ დაიშლება, ვიდრე ძალაუფლებას არ დათმობს მმართველი ძალა, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, როგორ აპირებ ამას?

თუ ამათ უნდათ 2003 წლის სცენარის გამეორება, ეს არ გამოვა, რადგან მაშინ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო. როდესაც ამ ყველაფერზე არგუმენტირებული პასუხები არ ჩანს, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ის ოპოზიცია, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა?

ვერაფრით გავიგე, რატომ არის ცუდი ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, განსაკუთრებით თბილისში, არჩევნებში და პროტესტშიც მიიღოს მონაწილეობა?

– საპარლამენტო უმრავლესობამ და “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა…

– ჩემი შეფასებით, ესეც წინასაარჩევნო ხრიკია – ცდილობენ ოპოზიციაში მთავარ ძალად წარმოაჩინონ ისევ და ისევ “ნაციონალური მოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რა შედეგები მიიღო ამ პარტიამ წინა საპარლამენტო არჩევნებზე… მაინტერესებს, თუ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, ეს შეეხება თუ არა იმ ათასობით ყოფილ “ნაციონალს”, რომლებიც ახლა “ქართული ოცნების” რიგებში ყველაზე თავგადაკლული “მეოცნებეები” არიან, მათ შორის არჩევნების გაყალბების საქმეში?ისინი ხომ ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც “ნაციონალური მოძრაობისთვის” ირჯებოდნენ. ეს განსაკუთრებით რეგიონებს შეეხება… მოკლედ, მეეჭვება “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები გადადგას. მე-13 წელია ვუყურებთ, რომ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობა” ჰაერივით სჭირდება… კიდევ ერთი – რაც უფრო გააძლიერებს პროპაგანდისტულ ზეწოლას ხელისუფლება, ეს იმუშავებს იმისთვის, რომ ბოიკოტი გაძლიერდეს და ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. “ქართულ ოცნებას”, რა თქმა უნდა, ურჩევნია ქუჩაში იყოს ხალხი, ვიდრე საარჩევნო უბნებზე. ჩემი აზრით, ამისთვის გააკეთებინეს ახლა წულუკიანს მორიგი განცხადება. ის მანამდეც ლაპარაკობდა ამაზე. “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რაც მარტო ამ ძალას კი არა, მთელ რეალურ ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორსა და მედიასაშუალებებს შეეხება. ვგულისხმობ იმ შემთხვევას, თუ ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულმასშტაბიანი ავტორიტარული მმართველობა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ სრულად ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ, თუმცა “ქართულ ოცნებას” სწორედ იქით მიჰყავს ქვეყანა.

– გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით მე-80 სესიაზე საქართველო, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა. მან 25 სექტემბერს მიმართა სესიის მონაწილეებს. მიხეილ ყაველაშვილი 10 წუთის განმავლობაში ქართულ ენაზე საუბრობდა. მშობლიურ ენას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სხვა ლიდერებიც ირჩევენ, თუმცა საქართველოდან წარგზავნილები წინა წლებში იმავე ტრიბუნიდან, ძირითადად, ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდნენ… “უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან. მან პარალელები 2008 წლის აგვისტოს ომთანაც გაავლო, თუმცა გვერდი აუარა რუსეთის სასტიკ აგრესიაზე საუბარს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მას საერთოდ არ უხსენებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანი, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო – ირაკლი კობახიძის შარშანდელ გამოსვლაში და შედარებით მკაფიო იყო 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის დასმულ აქცენტებს შორის. განაგრძეთ კითხვა

გაზიარება20Tweet13Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

გიორგი გახარია – ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

10:12; 30 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29 იანვარი, 2026

პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს ხვალ, თბილისის ცენტრში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს"

ყველა სიახლე

სამართალი

“მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა” _ რას შეუფარდებენ დავით შარაშიძეს

11:52; 30.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე განსასჯელის სკამზე – დავით შარაშიძე ბრალს აღიარებს

11:41; 30.01.2026
პოლიტიკა

გიორგი გახარია – ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

10:12; 30.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

10:09; 30.01.2026
Bride and Bridegroom at Wedding
ზაფრანი

ვინ ქორწინდება ყველაზე გვიან

10:07; 30.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ამბიციური პიროვნებები

10:05; 30.01.2026
ზაფრანი

ვის ეძნელებათ თქვან: „მიყვარხარ“

10:03; 30.01.2026
ზაფრანი

ვის აქვთ სამსახიობო ნიჭი

10:01; 30.01.2026
საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29.01.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 29.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო