არსებული ინფორმაციით, თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები – მშობლები და შვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მათივე საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.
საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.



































































