„ლელოს“ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა.
“მე, პარტია “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვემიჯნები ძალადობას, არ გავხდები ძალადობის თანამონაწილე. როგორც ვხედავთ ჩვენს პარტიას არეულობის იმედი უფრო აქვს ვიდრე არჩევნების, რაც არის ჩემს მიერ პარტიის დატოვების მიზეზი”, – წერს სოციალურ ქსელში დათო ნადირაშვილი.
როგორც „ლელოს“ პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატი ლევან რევაზიშვილი წერს, ტოვებს პარტიას და ემიჯნება ძალადობას.
„მე ლევან რევაზიშვილი პარტია „ლელოს“ პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატი ვიზიარებ ჩემი თანაპარტიელის დავით ნადირაშვილის შეხედულებებს, ვემიჯნები ძალადობას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას და მეც ვტოვებ პარტიას”, – წერს ლევან რევაზიშვილი.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დომენტი ქორქიამაც დატოვა პარტია.
“მე, პოლიტიკური პარტია „ლელო”-დან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დომენტი ქორქია ვემიჯნები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს – ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით, რასაც ასევე ემხრობა ის პარტია რომელსაც წარმოვადგენ. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვეღარ მოვიაზრებ ჩემს თავს “ლელოს” რიგებში და მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ”,_ წერს დომენტი ქორქია.



































































