ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომის საჯარო სკოლაშია განთასებული, იქვე კი, სოფლის ცენტრში, არჩევნებთან ერთად, საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს.
შრომის “მერცხალის“ ერთ-ერთი მწვრთნელის თქმით, დღეს ამხანაგური თამაშები გაიმართება, რომელშიც ლანჩხუთის და ოზურგეთის საფეხბურთო კლუბების მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას.
მისივე თქმით, სოფლისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშნველოვანია.
































































