„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დაიდო, აღნიშნული განცხადება გააკეთა:
„დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან და დღესაც თუ ადევნებთ თვალს მცდელობა აქვთ, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე და ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია“.
ინფორმაციისთვის, იმედის დაკვეთით ჩატარებული “ეგზიტპოლის” თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნების” მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

































































