კახა კალაძე ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს “სახელმწიფო გადატრიალების” კვალიფიკაციას ანიჭებს და აანონსებს, რომ რეაგირება უმკაცრესი იქნება.
„ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პირდაპირ აღსრულების მცდელობა და აღსრულება, ფაქტობრივად, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე გამოვლენილი იქნება, ასევე ის პირები, ვინც ამისკენ მოუწოდებდა იქ შეკრებილ ადამიანებს. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში ყველას მაქსიმალურად გაეცემა პასუხი”, – განაცხადა კალაძემ.































































