ბანანის დიეტის მენიუ მხოლოდ ბანანისგან შედგება. ასევე, საღამოს საათებში, შეგიძლიათ 1 ჭიქა უცხიმო კეფირიც მიიღოთ. აღსანიშნავია, რომ ამ დიეტაში შეზღუდვა არ არსებობს და რამდენიც გინდათ, იმდენი ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ.
დიეტის მეოთხე დღეს, შეგიძლიათ საუზმეზე უცხიმო ხაჭო მიირთვათ, რომ ორგანიზმი ცილებით უზრუნველყოთ. ცილები ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
სასმელებიდან, შეგიძლიათ დალიოთ წყალი და მწვანე ჩაი. ამ დიეტის შედეგად, დღეში, საშუალოდ, 1 კგ-მდე დაკარგოთ, რაც საკმაოდ ეფექტურ შედეგად ითვლება.
დიეტის დაწყების წინ, 2 დღის მანძილზე, ორგანიზმს განტვირთვის საშუალება მიეცით: უარი თქვით კონსერვებზე, შემწვარ კერძებზე, მარილიან და ცხიმიან საკვებზე. ამ პერიოდში, საუზმეზე მიირთვით შვრიის ფაფა, სადილზე – წიწიბურა ან მოხარშული ქათმის ხორცი, ხოლო ვახშამზე – მოხარშული თევზი, ბოსტნეულით. დესერტად, შეგიძლიათ მიირთვათ ხილი და კეფირი.
ხოლო, დაკარგული კილოგრამები, უკან რომ არ დაბრუნდეს, დიეტის დასრულების შემდეგ, სწორი კვების წესების დაცვას შეეცადეთ – უარი თქვით ფასტფუდებზე და ზომიერად მოიხმარეთ ტკბილეული.
ბანანის დიეტა შეგიძლიათ დაიცვათ 5-7 დღე. ამ დიეტის დაცვა არ შეიძლება შაქრის დიაბეტით და ვენების ვარიკოზით დაავადებულებისთვის და კიდევ მათთვის, ვისაც მუცლის შებერილობა ხშირად აღენიშნება და პრობლემები აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით.
ავტორი

































































