ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში.
როგორც ადგილობრივი მედია 24 news.ge იუწყება, ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი და “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცოტა ხანში ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.































































