4 ოქტომბრის საქმეზე სამოქალაქო აქტივისტების და აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება.
ერთ-ერთი დაკავებულია ოზურგეთელი სიმონ მახარაძე. სიმონ მახარაძის ბიძაშვილმა არაერთი ვიდეო გაავრცელა სოციალურ ქსელში. მისი გადმოცემით, დაახლეობით 90-მდე სპეცრაზმელი სახლში შეციდვნენ.
„რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? დააშინეს ბავშვები, ძაღლის მოკვლით იმუქრებოდნენ. მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი დაადვეს, თავზე, ხალხო, „მე არაო“ – 4 წლის ბავშვი იძახდა. როგორც ავრცელებენ ხმას, ჩემმა ბიძაშვილმა პოლიციელს დაარტყა ხელი, რაც არის ცრუ ინფორმაცია. ეს, რაც ხდება, არის ახალი ტერორი და ადამიანების დაშინება.“ – აცხადებს ვიდეო მიმართვაში დაკავებული სიმონ მახარაძის ბიძაშვილი.
ონლაინ მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში თითქმის ერთდროულად ექვსი აქტივისტი დააკავეს.
ამ ეტაპზე ახალ დაკავებულების შესახებ შსს-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.





























































