მსახიობი მედეა ჩახავა, რომელმაც დოდო აბაშიძესთან ერთად “ბაში-აჩუკსა” და “ჭრიჭინაში” ითამაშა, ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა:
“ჭრიჭინას” იმ ეპიზოდს, სადაც მე და ბიჭიკო წვიმის ქვეშ ვდგავართ, ზამთარში ვიღებდით. დაგვპირდნენ, ისეთი თბილი წყალი იქნება, გესიამოვნებათო.
მაგრამ გაყინული წყალი გამოუშვეს. გადაღებისას თავი შევიკავეთ და არ ავძაგძაგდით, მაგრამ მერე დაგვაწყებინა კანკალი. გადასაღები იყო კიდევ ერთი დუბლი.
სანამ ტანსაცმელს უთოთი გვიშრობდნენ, მე სპირტით მზელდნენ. დოდომ ეს რომ დაინახა, გაუკვირდა, რას შვრებით, გათბობა ასე კი არ უნდა, ჩაასხით ჭიქაშიო. მიაწოდეს და გადაჰკრა. ვიფიქრე, მოკვდება-მეთქი, მაგრამ პირიქით, მართალი აღმოჩნდა. თუმცა, მე მაინც ვერ დამიყოლიეს, რომ სპირტი დამელია”.



































































